geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს  სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება - 7-14 სექტემბერი;
ა.ბ) გამოცდა ქართული ენის ცოდნის დონის დადგენის მიზნით - 16 სექტემბერი;

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 22 აგვისტო - 27 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 სექტემბერი - 27 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 28 სექტემბერი - 3 1 დეკემბერი, 8 – 16 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 12-19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 1- 7 იანვარი; 20 – 28 თებერვალი. 
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 1 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 1 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 მარტი - 12 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი - 3 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 9- 16 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 17 ივლისი - 26 სექტემბერი.


2.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.   თბილისის    საქალაქო    სასამართლოს    ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე